სიახლეები

მედიათეკის ახალი ფილიალი ნაძალადევის რაიონში

თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში მედიათეკისრიგით მესამე ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს. ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა. „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელია, რომელიც მერიის ინიციატივით 2013 წელსგაიხსნა და კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმასწარმოადგენს.მედიათეკების გაერთიანება თავის წევრებს წიგნების (სხვადასხვა ენაზე) მუდმივად განახლებად ფონდს სთავაზობს. გარდა ამისა, მედიათეკაში მისულ სტუმრებს აქვთ წვდომა ელექტრონულ რესურსებთან, იყენებენ სამუშაო სივრცეებს.ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები. მედიათეკის წევრობა ფასიანია და, ამ დროისთვის, უკვე სამი ფილიალი ფუნქციონირებს: ვაკის, ვარკეთილის და ნაძალადევის. აღსანიშნავია, რომ მედიათეკების შენობები დაკომპლექტებულია სამკითხველო დარბაზებით, კომპიუტერული სივრცეებითა და მულტიმედიური ოთახებით, სადაც ეწყობა ფილმების ჩვენებები, კონფერენციები და სხვადასხვა ხასიათის შეხვედრები. მედიათეკების გაერთიანების ამოცანაა, როგორც საკუთარი პროექტების განხორციელება, ასევე, დაინტერესებულ მომხმარებელთა და პარტნიორთა ხელშეწყობა. ახალი მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შ.პ.ს „ბლოკ ჯორჯიამ“ განახორციელა და დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 087 000 ლარი დაიხარჯა. მედიათეკების შენობების პროექტების ავტორი ,,ლაბორატორია N-3”-ა, რომელიც 2006 წლიდან არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში საქმიანობს. მედიათეკის ინფრასტრუქტურული და შინაარსობრივი კონცეფციის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მარკეტინგული კვლევების ცენტრ ,,ესქპერტოს“ (,,EXPERTO” consulting and marketing research centre) დირექტორმა ლუდოვიკ ჟირომ. მედითეკების სამივე ფილიალში, ამ დროისათვის, 20 000-მდე წიგნი ინახება.

"წიგნის საერთაშორისო დღე მედიათეკაში"

სულაც არ არის წარმოუდგენელი, გახდე წიგნის ავტორი! ამისთვის გჭირდება იდეა, რომელსაც აქცევ ამბად, ილუსტრაციები და ლამაზი ყდა. პროექტის („წიგნის საერთაშორისო დღე მედიათეკაში“) ფარგლებში თქვენ გაქვთ საშუალება, მოსწავლეებს დაამზადებინოთ ხელნაკეთი წიგნები და გამოგზავნოთ ჩვენთან, მედიათეკაში, კონსკურსში მონაწილეობის მისაღებად. გამარჯვებული წიგნები გადაეცემა ბიბლიოთეკას, მედიათეკის წევრებს კი ექნებათ საშუალება, გაეცნონ თქვენს ნამუშევრებს. პროექტის საწყის ეტაპზე, 23 აპრილს, დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისა და კოორდინატორებისათვის ჩატარდა ვორქშოფი ვარკეთილის მედიათეკაში. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ ესწავლებინათ მოსწავლეებისათვის ხელნაკეთი წიგნების დამზადება. მომდევნო ეტაპზე, უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, მიუთითოთ თქვენი პოზიცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში და საკონტაქტო ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, კონკურსი განკუთვნილია დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისათვის. მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ თანდართულ ფაილი). საკონკურსო წიგნების ჩაბარების ბოლო ვადაა 10 მაისი. მედიათეკის ადმინისტრაცია საბავშვო მწერალთან ერთად გამოავლენს 10 საუკეთესო კონკურსანტს; დაჯილდოვდება 3 გამარჯვებული. https://goo.gl/forms/JYxCRleu7pnm1snA3

პროექტი ,,მედიათეკელის" მეორე სეზონი დაიწყო

25 თებერვლიდან, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკისა და ვარკეთილის ფილიალებში დაიწყო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა “მედიათეკელი“ ბავშვებისთვის (6-დან 9 წლამდე) და მოზარდებისთვის (10-დან 15 წლამდე). პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე და იგი ყოველ შაბათ-კვირას ჩატარდება. პროგრამა შედგება შემდეგი საგნებისაგან: მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად, ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, გავეცნოთ ხელოვნებას, მუსიკის საათი, მკითხველთა კლუბი, ფოტოხელოვნება, ანიმაცია და ეკოსაათი (გარემოს დაცვა). დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 241024